ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ესპანეთი უკრაინას 615 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 615 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ერთი თვის განმავლობაში ესპანეთი უკრაინისთვის 615 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ეს პაკეტი, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს 300 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს", - განაცხადა სანჩესმა.

მისი თქმით, აღნიშნული 300 მილიონი ევრო განკუთვნილია უსაფრთხოების სფეროში შეთანხმების შესასრულებლად, რომლითაც ესპანეთმა ვალდებულება აიღო ყოველწლიურად უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 1 მილიარდი ევრო გამოყოს.

ასევე, სანჩესის თქმით, 100 მილიონი ევრო PURL პროგრამისთვის იქნება განკუთვნილი, რომლითაც ნატოს წევრი ქვეყნები აშშ-სგან იარაღს ყიდულობენ უკრაინისთვის გადასაცემად. დარჩენილი 215 მილიონი ევრო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, EC SAFE ინსტრუმენტით იქნება გამოყოფილი, რაც მადრიდს დრონების საწინააღმდეგო სისტემების, რადარებისა და ტექნიკის დაფინანსების საშუალებას მისცემს, რომლებსაც ესპანური კომპანიები აწარმოებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები