რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინამ ვორონეჟზე ამერიკული წარმოების ATACMS-ის რაკეტებით თავდასხმა სცადა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში სამიზნეებზე თავდასხმა ამერიკული წარმოების ATACMS-ის რაკეტებით სცადეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთხი რაკეტა С-400-ისა და Pantsir-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს.

„კიევის რეჟიმმა სცადა სარაკეტო დარტყმის განხორციელება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამოქალაქო სამიზნეებზე. მოწინააღმდეგემ ვორონეჟის წინააღმდეგ ამერიკული წარმოების ოთხი ოპერატიულ-ტაქტიკური ATACMS რაკეტა გამოიყენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, С-400-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის და Pantsir-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამოყენებით რუსულმა საბრძოლო ეკიპაჟებმა ATACMS-ის ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.

„განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ვორონეჟის რეგიონალური გერონტოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა სახლის სახურავები, ასევე ერთი კერძო სახლი“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი