პენტაგონის დელეგაცია უკრაინაში მოლაპარაკებებს გამართავს

პენტაგონის დელეგაცია უკრაინაში მოლაპარაკებებს გამართავს, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების განახლების მცდელობის ფარგლებში აშშ-ის არმიის მდივანი, დენ დრისკოლი და ორი ამერიკელი გენერალი გაგზავნა.

WSJ-ის ინფორმაციით, პენტაგონის დელეგაციის წევრები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან და სამხედრო და სამრეწველო სფეროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

ასევე, მოსალოდნელია, რომ დრისკოლი შეხვედრას რუს ოფიციალურ პირებთანაც გამართავს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, დრისკოლის მისიას დონალდ ტრამპის სახელით უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების განახლება წარმოადგენს.

„დრისკოლი ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ის უკრაინაში შეხვედრებს გამართავს და დასკვნებს თეთრ სახლს წარუდგენს“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო