ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერნოპილში, საცხოვრებელ შენობაზე  დარტყმა განხორციელდა, ადამიანები, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ - ურცხვი თავდასხმა ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლა საკმარისი არაა, საჭიროა ეფექტური სანქციები და უკრაინის დახმარება

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 470-ზე მეტი დრონი და 48 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ტერნოპილში, დარტყმა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ. ამ დროისთვის ათობით ადამიანია დაშავებული და სამწუხაროდ, 9 ადამიანი დაიღუპა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად უკრაინაში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

„ყველა მსგავსი ურცხვად ჩადენილი თავდასხმა ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლა საკმარისი არ არის. ამის შეცვლა ეფექტურ სანქციებსა და უკრაინის დახმარებას შეუძლია. რუსეთს თავისი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო