რობერტ ფიცომ ნატო-ს სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა

რობერტ ფიცომ ნატო-ს სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა, - ინფორმაციას Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ბრატისლავაში გამართული შეხვედრის დროს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და თავდაცვის ხარჯების საკითხი განიხილა.

„მოლაპარაკებების დროს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს სლოვაკეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რობერტ ფიცომ მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომერციული კონტრაქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სლოვაკეთი უკრაინას ლეტალურ იარაღს პირდაპირ არ მიაწვდის.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი