პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს

პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის ცნობით, მთავრობა ქალაქ გდანსკში მოქმედი რუსეთის საკონსულოს მუშაობის ნებართვას „უახლოეს რამდენიმე დღეში“ გააუქმებს.

ასევე, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტებზე პასუხი მხოლოდ დიპლომატიური არ იქნება.

„ეს სახელმწიფო ტერორიზმია, რომლის მიზანი მსხვერპლის გამოწვევა იყო“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, წარსულში მოწყობილი დივერსიული აქტების გამო პოლონეთმა ქალაქ პოზნანში მდებარე რუსეთის საკონსულო 2024 წელს დახურა, ხოლო რუსეთის მეორე საკონსულოს მუშაობის ნებართვა 2025 წლის მაისში გააუქმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს