მიხეილ ყაველაშვილი - მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ

საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა, სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2025 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა. 29 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი სომხეთის რესპუბლიკაში. სასიხარულოა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულმა შედეგებმა, ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობა და მასშტაბურობა ნათლად წარმოაჩინა. საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ის ღირებულებითი თანხვედრა და საერთო ხედვები, რომლებიც ჩვენს ხალხებს აერთიანებთ - სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა, როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მყარ საფუძველს ქმნის. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა, მართლაც სამაგალითოა. აქტიური ორმხრივი ურთიერთობების კვალდაკვალ, საქართველო და სომხეთი მრავალმხრივ პლატფორმებზეც ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, რისთვისაც მსურს, ბატონო პრეზიდენტო, რომ მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას, როგორც ჩემი, ისე ქართველი ხალხის სახელით. შეხვედრის მიმდინარეობისას აღვნიშნე, რომ სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ჩვენ პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განვაგრძობთ“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა