უკრაინა და პოლონეთი რუსული დივერსიების აღსაკვეთად ერთობლივ ჯგუფს შექმნიან

უკრაინა და პოლონეთი რუსული დივერსიების აღსაკვეთად ერთობლივ ჯგუფს შექმნიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

კერძოდ, ზელენსკიმ და ტუსკმა პოლონეთის რკინიგზაზე ცოტა ხნის წინანდელი დივერსიული აქტები განიხილეს.

„უკრაინა მზად არის პოლონეთთან სხვადასხვა დონეზე ითანამშრომლოს და მთელი ინფორმაცია გაუზიაროს. შევთანხმდით უკრაინულ-პოლონური ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მომავალში რუსეთის მხრიდან მსგავსი სიტუაციების აღკვეთაზე იმუშავებს“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი დივერსიული ქმედებები ყოველდღიურად მიმართულია უკრაინის, მათ შორის რკინიგზის წინააღმდეგ.

„უკრაინის რკინიგზაში“ სათანადო ზომები დავნერგეთ მსგავსი დივერსიების საწინააღმდეგოდ. ჩვენი ინფორმაცია ერთმანეთს ემთხვევა: ყველა ფაქტი ამაში რუსულ კვალზე მიანიშნებს. რუსების გარდა არავინ არის ამაში დაინტერესებული“, - წერს ზელენსკი.

თავის მხრივ, ტუსკმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან საუბრის შედეგად მათ შეათანხმეს „პოლონურ და უკრაინულ სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო რკინიგზებს შორის თანამშრომლობის ფორმები. მიზანი იქნება ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ეჭვმიტანილი არიან რუსეთთან კოლაბორაციაში და დივერსიული აქტების აღკვეთა“.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის