„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 28 ნოემბერი იქცა თარიღად, როდესაც რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს - არ გავჩერდებით, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას შევუერთდებით

28 ნოემბერი იქცა თარიღად, როდესაც რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს - არ გავჩერდებით, არ შევშინდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, ვიდრე რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან და ქვეყანა არ დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ნანა ტოხვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის წევრი.

„28 ნოემბერი იქცა თარიღად, როდესაც რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ისტორიულ და კონსტიტუციურ მიზანს. ერთი წლის წინ, მათ გადადგეს ნაბიჯი და ცხადად დაგვანახეს რაოდენ შორს არის ხელისუფლების ინტერესები საზოგადოების ნებასთან, კონსტიტუციურ ვალდებულებასთან და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან.

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანი. ამიტომ, 28 ნოემბერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი შეუერთდება დაანონსებულ საპროტესტო აქციას. ჩვენი გუნდი უკან არ დაიხევს ამ შეუპოვარ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, ჩვენი პარტიის გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის მიმართ პოლიტიკური დევნა წამოიწყეს, არ გავჩერდებით, არ შევშინდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, ვიდრე რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან და ქვეყანა არ დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა ნანა ტოხვაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს