ტერნოპილში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

ტერნოპილში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ტერნოპილში რუსეთის თავდასხმის შემდეგ მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„ტერნოპილში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 22 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 26 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკრაინის ცხრა რეგიონიდან 230-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს.

„ზოგიერთ ნაწილში შენობების ძლიერი ნგრევის გამო მხოლოდ ხელით მუშაობაა შესაძლებელი. ეს სამუშაოებს ძალიან ართულებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო