„პალიტრანიუსმა“ ხელოვნური ინტელექტით საკუთარი მაყურებლის პორტრეტი შექმნა

„პალიტრანიუსმა“ ხელოვნური ინტელექტით საკუთარი მაყურებლის პორტრეტი შექმნა - AI-ის მიხედვით, ეს 55 წლის, წარმატებული კარიერის მქონე, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანია, რომელსაც დრო ცოტა აქვს და ინფორმაციას სანდო წყაროებისგან იღებს, „პალიტრანიუსს" კი უყურებს იმიტომ, რომ აქ ნახულობს ზუსტ, გადამოწმებულ ინფორმაციას, ღრმა ანალიზს და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით შექმნილ სიახლეებს.

„ეს უბრალოდ ტექნოლოგია კი არ არის, არამედ არის მცდელობა, მედიამ უკეთ დაინახოს ის ადამიანები, ვინც ყოველდღე უყურებს და ენდობა მას.

გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შექმნილი AI-პორტრეტი ერთ სახეში აერთიანებს ყველა იმ ემოციას, ინტერესს და მოლოდინს, რასაც მაყურებელი არხისგან ელის. ეს არის ნაბიჯი იქით, სადაც ჟურნალისტიკა უფრო სანდო და ადამიანურ გამოცდილებად იქცევა. როდესაც ტექნოლოგია და ემოცია ერთმანეთს ხვდება და ქმნის იმის ზუსტ სურათს, თუ ვინ არის შენი აუდიტორია სინამდვილეში“, - აცხადებენ „პალიტრანიუსში“.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები