პიტერ სიიარტო - უკრაინაში კორუმპირებული სისტემა მუშაობს, ევროკომისიის პრეზიდენტს კი 100 მილიარდის გაგზავნა სურს - ეს სიგიჟეა

უკრაინაში კორუმპირებული სისტემა მუშაობს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ევროკავშირმა კიევისთვის ფულადი დახმარების გაგზავნა უნდა შეწყვიტოს.

„უკრაინაში ომის მაფია, კორუმპირებული სისტემა მუშაობს და ევროკომისიის პრეზიდენტს გადახდების შეჩერების ნაცვლად უკრაინისთვის კიდევ 100 მილიარდის გაგზავნა სურს. ეს სიგიჟეა“, - განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, „დრო უკრაინის მხარეს არ არის“.

„ილუზიას წარმოადგენს იმის თქმა, რომ დრო უკრაინის მხარეს არის“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი