უკრაინის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ის არმიის მდივანს შეხვდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის არმიის მდივანს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ შემიძლია აშშ-ის არმიის მდივანს, დენიელ დრისკოლს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტის დროს ვუმასპინძლო. ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, რომ მდივანი რუსული აგრესიის შედეგებს ადგილზე პირადად გაეცნოს“, - წერს იულია სვირიდენკო X-ზე.

მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული და ფინანსური სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს“.

ცნობისთვის, დღეს უკრაინაში ვიზიტით მყოფ პენტაგონის დელეგაციის წევრებს, მათ შორის აშშ-ის არმიის მდივანს, დენ დრისკოლს პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც შეხვდება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო