ლევან მახაშვილი „ლელოზე“ - იაფფასიანი განცხადებებით, ემოციებზე თამაშით იყენებენ ადამიანებს - არანაირი მეჩეთი, ერთადერთი, რაც იგეგმება, ეს არის კომერციული სივრცეები, სასტუმროები, სახლები, რომლებიც ქართული კომპანიების მიერ იქნება აშენებული

არაფერი აღარ არის მათგან [„ლელოსგან“] გასაკვირი - სამწუხაროა უბრალოდ, რომ თავის დროზე თავს ისე პოზიციონირებდნენ, რომ წარმოადგენდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაიქცნენ იაფფასიან პროპაგანდისტებად, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, - ასე ეხმიანება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც მას აქვს ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მეჩეთების მშენებლობა.

მახაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებას იაფფასიანს უწოდებს და აცხადებს, რომ „ლელო“ საქართველოს მოსახლეობის ემოციებს იყენებს.

„ასეთი იაფფასიანი განცხადებებით ემოციებზე თამაშით, აქ არგუმენტებზე და არგუმენტირებულ კრიტიკაზე საუბარი ზედმეტია, აქ არის ჩვეულებრივი ემოციები, სიტყვების სროლა იმ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების ნაწილისთვის და სწორედ ამიტომ იყენებენ ადმიანებს, მათ ემოციებს. რა თქმა უნდა, არა! არანაირი მეჩეთი და რაიმე ქალაქების აშენება ამდაგვარი აქ არ იგეგმება, ერთადერთი რაც იგეგმება ამ ადგილზე ეს არის კომერციული სივრცეები, სასტუმროები, სახლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების, ქართული კომპანიების მიერ იქნება აშენებული“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს