კახა კალაძე საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის სავარაუდო ფარულ შეხვედრაზე - არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან მსგავსი ტიპის ქმედებებს, ძალიან ცუდია, რომ ელჩები დაკავებულები არიან პოლიტიკით მაშინ, როცა დიპლომატიით უნდა იყვნენ დაკავებული

არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან ამ ტიპის ქმედებებს და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის სერგი კაპანაძისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის ოლივიე კურტოს ფარულ შეხვედრებთან დაკავშირებით“.

მისი განმარტებით, სხვადასხვა ქვეყნის ელჩი დაკავებულია საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეებით მაშინ, როდესაც ელჩების საქმიანობა დიპლომატიას უკავშირდება.

„გულწრფელად თუ გეტყვით, არ ველოდებოდი საფრანგეთის ელჩისგან ამ ტიპის ქმედებებს. ელჩთან რამდენიმე კვირის წინ შეხვედრა მქონდა, სადაც მან პირდაპირ ისაუბრა, რომ იქნებოდა ღია და მისი მხრიდან შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არ მოხდებოდა, თუმცა გამოიკვეთა, რომ ის ფარულად ხვდება ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელს. როცა ვხედავთ, რომ ელჩები ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ერევიან, დაკავებულები არიან პოლიტიკით მაშინ, როდესაც დიპლომატიით უნდა იყვნენ დაკავებული, ძალიან ცუდია ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა