დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის შესახებ რუსეთისთვის ჯერ არ უცნობებიათ

რუსეთისთვის ჯერ არ უცნობებიათ, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის მოგვარების შესახებ ამერიკული შეთანხმების განსახილველად შეხვედრის გამართვის სურვილი აქვს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმირი პესკოვმა განაცხადა.

„მოსკოვისთვის ჯერ არ უცნობებიათ ზელენსკის მიერ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებების თანხმობის შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, პორტალმა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესამუშავებლად რუსეთთან საიდუმლო კონსულტაციებს ატარებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო