დიმიტრი პესკოვი - უკრაინის მიერ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება მცირდება, რადგან ის რუსეთის შეტევის შედეგად ტერიტორიებს კარგავს - ჩვენმა ეფექტურმა მუშაობამ კიევი უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება ახლავეა საჭირო

რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა მუშაობამ კიევი უნდა დაარწმუნოს, რომ შეთანხმება ახლავეა საჭირო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა მუშაობამ ზელენსკი და მისი რეჟიმი უნდა დაარწმუნოს, რომ უმჯობესია მოლაპარაკება და ამის გაკეთება უმჯობესია ახლავე, ვიდრე მოგვიანებით. მისი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება მცირდება, რადგან ის რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად ტერიტორიებს კარგავს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, მოსკოვს ოფიციალურად არაფერი მიუღია უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ამერიკული გეგმასთან დაკავშირებით და მისი პუნქტების არსებითი განხილვა არ მომხდარა.

„ოფიციალურად არაფერი მიგვიღია და ვხედავთ გარკვეულ ინოვაციებს, მაგრამ ოფიციალურად არაფერი მიგვიღია და ამ პუნქტების არსებითი განხილვა არ ყოფილა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მონაწილეობდა თუ არა რუსეთი ამ ინიციატივების შემუშავებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის