ფრიდრიხ მერცი - უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, მაკრონთან და სტარმერთან ერთად ზელენსკის ხელახლა დავუდასტურეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა

უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, მაკრონთან და სტარმერთან ერთად ზელენსკის ხელახლა დავუდასტურეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ემანუელ მაკრონთან [საფრანგეთის პრეზიდენტი] და კირ სტარმერთან [დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი] ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის [უკრაინის პრეზიდენტი] ხელახლა დავუდასტურეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპასთან და აშშ-სთან, რომლის ერთგულებასაც უკრაინის სუვერენიტეტისადმი მივესალმებით. შეხების [ფრონტის] ხაზი ნებისმიერი საუბრების ამოსავალ წერტილად უნდა დარჩეს”,-წერს მერცი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო