ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასაწყისში სხვადასხვა „მოსიარულეები“ მაწვდიდნენ ულტიმატუმებს: „ან ასე, ან არანაირად“, მოგვიანებით ისინი გაცვლითი ფონდის ნაწილი გახდნენ და თავისი წინადადებებით „სახლში, მშობლიურ ნავსადგურში“ გაემგზავრნენ

ომის დასაწყისში სხვადასხვა „მოსიარულეები“ მაწვდიდნენ ულტიმატუმებს: „ან ასე, ან არანაირად“, მოგვიანებით ისინი გაცვლითი ფონდის ნაწილი გახდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მახსოვს, ომის პირველ დღეს სხვადასხვა „მოსიარულეები” როგორ მაწვდიდნენ სხვადასხვა გეგმებს, პუნქტებს, ულტიმატუმებს ომის დასასრულებლად. ამბობდნენ: „ან ასე, ან არანაირად“. ან ხელს მოაწერთ ამას, ან უბრალოდ თქვენი ლიკვიდაცია მოხდება და თქვენს მაგივრად ამას “უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი” მოაწერს ხელს. ეს ყველაფერი რით დასრულდა - ცნობილია. ბევრი ეს „მოსიარულე” გაცვლითი ფონდის ნაწილი გახდნენ და თავისი წინადადებებითა და პუნქტებით „სახლში, მშობლიურ ნავსადგურში” გაემგზავრნენ”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო