ვლადიმერ პუტინი - თუ კიევში ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ, მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რაც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვლად მოხდება ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც - ჩვენ მზად ვართ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც

აშშ-ის ადმინისტრაციას დღემდე არ გამოსდის უკრაინული მხარის დათანხმება, უკრაინა წინააღმდეგია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან საუბარში განაცხადა.

"აშშ-ის ადმინისტრაციას დღემდე არ გამოსდის უკრაინული მხარის დათანხმება, უკრაინა წინააღმდეგია. როგორც ჩანს, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ილუზიებში იმყოფებიან და ოცნებობენ, რომ რუსეთი სტრატეგიულად დაამარცხონ ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, ასეთ პოზიციას საფუძვლად მხოლოდ კომპეტენციის დაბალი დონე არ უდევს - საქმის ამ მხარეს ახლა არ განვიხილავ. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს პოზიცია ბრძოლის ველზე რეალურ სიტუაციაზე ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული... თუ კიევში პრეზიდენტ ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ და ამაზე უარს ამბობენ, მაშინ მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვლად მოხდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც. შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ეს გარდაუვლად გამეორდება... მაგრამ ჩვენ, როგორც აქამდე არაერთხელ მითქვამს, მზად ვართ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც, პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. მაგრამ ეს საჭიროებს, რა თქმა უნდა, შემოთავაზებული გეგმის ყველა დეტალის საგნობრივად განხილვას. მზად ვართ ამისთვის",-განაცხადა პუტინმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა