პოლონეთის პრეზიდენტი - რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეთანხმებებს არ იცავს - მშვიდობის ფასი არ შეიძლება იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა, აგრესორი იყო და არის რუსეთი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადებების წარდგენისას უნდა ითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეთანხმებებს არ იცავს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ომის დასრულებისკენ მიმართული ყველა სამშვიდობო გეგმა კიევისთვის მისაღები უნდა იყოს.

„სწორედ უკრაინა გახდა პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მსხვერპლი და სწორედ უკრაინელებს, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, - წერს კაროლ ნავროცკი.

მისი თქმით, ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

„მშვიდობის ფასი არანაირად არ შეიძლება იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა და აგრესორი იყო და არის რუსეთის ფედერაცია“, - წერს ნავროცკი.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო