მარგუს ცაჰკნა - რუსეთს თავის მიზნები არ შეუცვლია - უკრაინისა და ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით

ახლახან ვესაუბრე ჩემს კარგ კოლეგას, ანდრეი სიბიგას. ესტონეთი მტკიცე სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას აგრძელებს.

„რუსეთს თავის მიზნები არ შეუცვლია, ის კვლავ აგრძელებს მთელი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას. უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ზეწოლა აგრესორზე და ურყევი მხარდაჭერა გავუწიოთ უკრაინას. უკრაინისა და ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნით“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები