„ლელო-ძლიერი საქართველო" - ორი სოფლის, საქადაგიანოს და ციხისძირის დამაკავშირებელი ხიდი, სავალალო მდგომარეობაშია

ორი სოფლის, საქადაგიანოს და ციხისძირის დამაკავშირებელი ხიდი, სავალალო მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო-ძლიერი საქართველო" ავრცელებს. მათივე განცხადებით, საკმაოდ დიდ სიმაღლის ხიდი, რომელიც ორ მდინარეზე, ქსანზე და საფონოზე გადადის, ავარიულია, მოაჯირის უმეტესი ნაწილი მონგრეულია და ყოველდღიურად უამრავ ბავშვს რისკის ფასად უწევს ერთი სოფლიდან მეორეში, სკოლაში ფეხით სიარული.

"სახიფათოა მანქანებით გადაადგილებაც მითუმეტეს ღამით, როდესაც მოაჯირმოშლილი ხიდი გაუნათებელია.

სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი იმყოფებოდა. იგი ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ და ხიდის დროული შეკეთებისკენ მოუწოდებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ორი მუნიციპალიტეტის გზაგასაყარზე მდებარე, სახიფათო ხიდზე, ორივე თემი პასუხისმგებლობას იხსნის და მეორეს აკისრებს, საბოლოო ჯამში კი არც ერთი აკეთებს. მცხეთის და კასპის მერიაში ვერ გარკვეულან რომლის ტერიტორიას ეკუთვნის ხიდი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს