Sky News - კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ესაუბრა

კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრესსპიკერის განცხადებით, „ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო გეგმაზე მათი გუნდები ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმუშავებენ“.

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ დღესაც ისაუბრებენ.

დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

„ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. სამშვიდობო პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დიპლომატიური სამუშაოების ნიუანსები განვიხილეთ“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები დღეს ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო