კიტ კელოგი - ვფიქრობ, რუსეთი სამშვიდობო გეგმაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს - ასევე, გეგმაში არის პუნქტი უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე და ეს მნიშვნელოვანია

ვფიქრობ, რუსეთი სამშვიდობო გეგმაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინი ცვლილებების შეტანას მოითხოვს. ვფიქრობ, რუსეთი მოთხოვნებს წამოაყენებს და დოკუმენტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს“, - განაცხადა კელოგმა.

ასევე, მისი თქმით, სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ეხება, „მნიშვნელოვანია“.

„გეგმაში არის პუნქტი, რომელიც მნიშვნელოვანია და ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდება. საკმაოდ მკაფიოდ წერია, რომ უკრაინამ არჩევნები 100 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს. იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებსაც მე ვესაუბრე, ამის გაკეთება 90 დღის განმავლობაშიც შეიძლება. ვფიქრობ, არჩევნები უნდა ჩაატარონ, რადგან ეს უკრაინელ ხალხსა და თავისუფალ სამყაროს დაარწმუნებს. ეს გეგმის ერთ-ერთი პირობაა“, - აღნიშნა კელოგმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო