თინა ბოკუჩავა - „ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ და სინათლემ გაიმარჯვა წარსულზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი - დარწმუნებული ვარ, ერთიანობით კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავამტკიცოთ, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე

„ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ, წარმატებამ, სინათლემ, მომავალმა გაიმარჯვა წარსულზე, სიდუხჭირეზე, უპერსპექტივობაზე, კორუფციაზე, სიბნელეზე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ „ვარდების რევოლუციის“ 22 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ეს ბრძოლა ბოლომდე აქვს მისაყვანი.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მივულოცო გიორგობის დღესასწაული, რომელიც ძალიან ძვირფასია ყველა ქრისტიანისთვის და განსაკუთრებით, ჩვენთვის, ქართველებისთვის იმიტომ, რომ საქართველოს მფარველი წმინდანია და ის არის ქრისტიანულ სამყაროში სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. „ვარდების რევოლუციაც“ იყო სწორედ ეს, როდესაც სიკეთემ, წარმატებამ, სინათლემ, მომავალმა გაიმარჯვა წარსულზე, სიდუხჭირეზე, უპერსპექტივობაზე, კორუფციაზე, სიბნელეზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ჩვენი იმგვარი ერთიანობით, როგორიც ქართველმა ერმა გიორგობის დღესასწაულზე 2003 წელს აჩვენა, კიდევ ერთხელ შევძლებთ, რომ დავამტკიცოთ კაცობრიობის და ქრისტიანობის ლოგიკა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი