Reuters - მარკ კარნიმ და ფრიდრიხ მერცმა სამხრეთ აფრიკაში გამართული შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს

მარკ კარნიმ და ფრიდრიხ მერცმა სამხრეთ აფრიკაში გამართული შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, - ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სამხრეთ აფრიკაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში კიევი პირდაპირ უნდა მონაწილეობდეს, მისი ინტერესები დაცული უნდა იყოს და შეთანხმება უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს უნდა მოიცავდეს.

ამასთან, მარკ კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს.

კარნის ცნობით, „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოკავშირეების პოზიცია ვაშინგტონს უკვე გადასცეს.

„პრეზიდენტ ტრამპთან დარეკვა და პოზიციის გაზიარება თითოეულ ჩვენგანს არ სჭირდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შორის შედგება. ჩვენ პირველი პუნქტი მოგვწონს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, ეს კარგი დასაწყისია“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო