ბოსნიის სერბთა რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბოსნიის სერბთა რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოსნიის სერბთა რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოფილი ლიდერის, მილორად დოდიკის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ გახდა აუცილებელი.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტის თანამდებობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის, თუმცა მათ შორის ორი ფავორიტია: დოდიკის მოკავშირე და მმართველი პარტიის, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების ალიანსის წევრი, სინიშა კარანი და ოპოზიციური სერბთა რესპუბლიკის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ბრანკო ბლანუსი.

ახალი პრეზიდენტის მანდატის ხანგრძლივობა ერთ წელზე ნაკლები იქნება, რადგან 2026 წლის ოქტომბერში ბოსნიის სერბთა რესპუბლიკაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდება.

შეგახსენებთ, ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერბთა რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს, მილორად დოდიკს მანდატი აგვისტოში შეუჩერა. მანამდე თებერვალში, მილორად დოდიკი სახელმწიფო სასამართლომ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში დამნაშავედ ცნო, კერძოდ, ბოსნიაში საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების დაუმორჩილებლობის გამო. სასამართლომ დოდიკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ექვსი წლით პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო