ვოლოდიმირ ზელენსკი - შვეიცარიაში უკრაინული და ამერიკული გუნდები, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების გუნდები მჭიდრო კონტაქტში არიან - იმედი მაქვს, ყველა მონაწილე კონსტრუქციული იქნება, ყველას დადებითი შედეგი გვჭირდება

შვეიცარიაში უკრაინული და ამერიკული გუნდები, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების გუნდები მჭიდრო კონტაქტში არიან - ყველას დადებითი შედეგი გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„გუნდები, რომლებიც ომის დასრულების ნაბიჯებზე მუშაობენ, ახლა შვეიცარიაში შეხვედრებს მართავენ. კარგია, რომ დიპლომატია განახლდა და შეიძლება, რომ საუბარი კონსტრუქციული იყოს. უკრაინული და ამერიკული გუნდები, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების გუნდები მჭიდრო კონტაქტში არიან და ვიმედოვნებ, რომ შედეგი იქნება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგი დადებითი იქნება.

„სისხლისღვრა უნდა დასრულდეს და უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი აღარასდროს განახლდეს. დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს ველი და იმედი მაქვს, რომ ყველა მონაწილე კონსტრუქციული იქნება. ყველას დადებითი შედეგი გვჭირდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან „სამშვიდობო გეგმაზე“ მუშაობა დაიწყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები