რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ამ კვირაში ბატონ ზელენსკის ვუმასპინძლე, ხვალ ბატონ პუტინთან მექნება სატელეფონო საუბარი - მშვიდობის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ხვალ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

„ამ კვირაში ბატონ ზელენსკის ვუმასპინძლე. ხვალ ბატონ პუტინთან სატელეფონო საუბარი მექნება. „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დეტალურად განვიხილეთ. ჩვენ მშვიდობის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმების განახლების საკითხის განხილვას გეგმავს.

„ჩვენ ადრე მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით ცნობილი ინიციატივა გვქონდა. ეს ინიციატივა მშვიდობის მისაღწევად გზის გახსნისკენ იყო მიმართული. სამწუხაროდ, მხოლოდ შეზღუდული წარმატების მიღწევა შევძელით. ვფიქრობ, თუ ამ პროცესს ავამოქმედებთ, ეს კარგი იქნება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო