ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ეტაპზე, არსებობს ურთიერთგაგება, რომ ამერიკული წინადადებები, შეიძლება, უკრაინულ ხედვებზე დაფუძნებულ ელემენტებს მოიცავდეს

უკრაინის დელეგაცია ჟენევაში მუშაობს - ამ ეტაპზე, არსებობს ურთიერთგაგება, რომ ამერიკული წინადადებები, შეიძლება, უკრაინულ ხედვებზე დაფუძნებულ ელემენტებს მოიცავდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, უკრაინის დელეგაცია ჟენევაში მუშაობს და კონცენტრირებულია ომის დასრულების გზების მოძებნაზე, მშვიდობის აღდგენასა და ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, საწყისი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგების შესახებ დელეგაციის წევრებისგან ცნობები მიიღო.

„ამ ეტაპზე, არსებობს ურთიერთგაგება, რომ ამერიკული წინადადებები, შეიძლება, უკრაინულ ხედვებზე დაფუძნებულ და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავდეს. ჩვენი ხალხის მთავარი მიზნის მისაღწევად შემდგომი მუშაობა გრძელდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო