მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან უნდა წასულიყვნენ, მეტროს საშუალებით „მარჯანიშვილისკენ“ მიემართებიან

დაანონსებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, „მარჯანიშვილის“ მეტროსადგურისკენ მეტროს საშუალებით მიემართებიან, საიდანაც შემდეგ მსვლელობას გამართავენ.

მეტროსადგურში ისმის შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბოლომდე”.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ქუჩებზე გამართავენ მსვლელობას.

აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო