საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ მარშით პარლამენტთან მივიდნენ - საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია განახლდა

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ პარლამენტთან გადაინაცვლეს - აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან განახლდა.

მსვლელობის დროს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს საპოლიციო ძალები მიუძღვებოდნენ. ისინი მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდნენ.

მანამდე, მეტროსადგურ „მარჯანიშვილამდე” აქციის მონაწილეები „ავლაბრიდან” მეტროს საშუალებით მივიდნენ. მსვლელობისას ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბოლომდე”.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან- დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო