ფრიდრიხ მერცი - ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“  წევრებს შორის, აშშ-ის გარდა, რომ რუსეთი ჯგუფში ხელახლა მიიღონ

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გამორიცხავს რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც ეს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ „სამშვიდობო გეგმაშია“ გათვალისწინებული.

„ამჟამად, ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“ სხვა დანარჩენ ექვს წევრს შორის, რომ რუსეთი ამ ჯგუფში ხელახლა მიიღონ“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნება მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება შეთანხმდეს.

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. მისი თქმით, რუსეთის ხელახლა მიღების წინაპირობები არ არსებობს.

რუსეთი „დიდი რვიანის“ ჯგუფიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი