თენგიზ შარმანაშვილი პარლამენტთან მოშიმშილეებზე - ეს პროტესტი არ გაამართლებს - მოვუწოდებ, შეწყვიტონ და დაუბრუნდნენ ოპონირების ჩვეულ ფორმებს, თუ ეს რადიკალიზმი მოშორდება ერთმანეთთან ურთიერთობებს, ყველაფერი რიგზე იქნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი პარლამენტთან მოშიმშილე 9 პირს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, წარმოუდგენელია, რომ ამ პროტესტმა გაამართლოს.

„ეს პროტესტი არ გაამართლებს. ასეთი რაღაც წარმოუდგენელია. მაშინ ნებისმიერი ადამიანი ასეთ თვითგვემას ჩაიდენს და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს. წარმოუდგენელია, რომ ამას ვინმე აჰყვეს. მოდი, ადამიანური კუთხით შევხედავ ამას და ისე არ ვიტყვი, როგორც პოლიტიკური ოპონენტი - მე ვისურვებდი, რომ ეს დამთავრდეს. ის ჩემი ოპონენტი არის თუ არა, ჩემი მოქალაქეა და არანაირად არ ვისურვებდი მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. აღარაფერს ვამბობ უფრო მძიმე შედეგზე. მოვუწოდებდი მათ, შეწყვიტონ ეს საკითხი და დაუბრუნდნენ ჩვეულ ოპონირების ფორმებს. თუ ეს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი მოშორდება ერთმანეთთან ურთიერთობებს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, მათ შორის, ოპონირების საკითხი," - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, 9 პირი, მათ შორის. გედევან ფოფხაძე, 28-ე დღეა პარლამენტთან შიმშილობას განაგრძობს. გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო