ალექსანდრ სტუბი - მივესალმები აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე მიღწეულ პროგრესს - თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

„დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე. მივესალმები აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში გუშინ გამართულ შეხვედრებზე მიღწეულ პროგრესს. მოლაპარაკებები წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია“, - წერს სტუბი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განცხადებით, ევროკავშირის ან ნატო-ს კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი გადაწყვეტილება განიხილება და გადაწყდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრების მიერ ცალ-ცალკე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო