ირაკლი ქადაგიშვილი - სამშვიდობო გეგმა შედგენილია ფრონტზე არსებული მდგომარეობით, იმ მხარეს, რომელიც იმარჯვებს, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის - უკრაინისთვის არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის

ეს ძალიან მძიმე “სამშვიდობო გეგმაა“ - სამწუხაროდ, არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის. ეს არის ის რეალობა, რაც ამ ომმა მოუტანა უკრაინას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ევროპა ამ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით უარყოფით დამოკიდებულებას იჩენს.

დეპუტატი ამბობს, რომ არ იცის, ევროპას, საბოლოო ჯამში, რაზე აქვს გათვლა, რადგან საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაზე და მის მოქალაქეებზე აისახება.

„არის ძალიან მძიმე სამშვიდობო გეგმა. ეს გამოწვეულია პირველ რიგში, ფრონტზე მდგომარეობით. თვითონ ომს ერთი მძიმე შედეგი აქვს. იმ მხარეს, რომელიც ფრონტზე იმარჯვებს, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის. რა არჩევანს გააკეთებს უკრაინა, რთული სათქმელია. ეს ნამდვილად არ არის მარტივი არჩევანი, მაგრამ ერთ რამეს ვხედავთ - ყოველი შემდგომი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა უფრო ამძიმებს მორიგი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს. ესეც ფაქტი და რეალობაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არჩევანი ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არის ცუდსა და უარესს შორს. ეს არის ის რეალობა, რაც ამ ომმა მოუტანა უკრაინას.

ევროპა ამ სამშვიდობო, ისევ როგორც წინა სამშვიდობო შეთანხმებებთან დაკავშირებით, იჩენს უარყოფით დამოკიდებულებას. არ ვიცი, საბოლოო ჯამში, რაზე აქვს გათვლა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, საომარი მოქმედებების გაგრძელება აისახება უკრაინაზე, მის მოქალაქეებზე. აისახება იმაზე, რომ უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებას ახერხებს მოწინააღმდეგე მხარე. თუ რით ზრდიან ევროპული სახელმწიფოები უკრაინის რადიკალურად დახმარებას, ნათელი არ არის. აბსოლუტურად ბუნდოვანია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, მათ გარკვეულწილად, პოლიტიკური სახის შენარჩუნებაზეა საუბარი. სხვა მხრივ, ფრონტზე რაიმე რადიკალური ცვლილებების ნიშანი, უკრაინის სასარგებლოდ, ჯერჯერობით არ ჩანს,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის