ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დელეგაცია ჟენევიდან ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი - ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებს განვსაზღვრავთ

ჩვენი დელეგაცია ჟენევიდან ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი - ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებს განვსაზღვრავთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„პრემიერ-მინისტრს ჟენევაში მრჩევლების მუშაობის საწყისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ახლა ჩვენი დელეგაცია სახლში ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი ჟენევაში მოლაპარაკებებისა და ჩვენი პარტნიორების ძირითადი აქცენტების შესახებ. ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებსა და ვადებს განვსაზღვრავთ. ჩვენ ევროპასთან და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, რომ საჭირო შედეგებს მივაღწევთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო