უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი - მიმდინარე კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა არ იგეგმება

მიმდინარე კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა არ იგეგმება, - ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში, „სამშვიდობო გეგმის“ განხილვის მიზნით უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

მანამდე, მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მიმდინარე კვირაში, კერძოდ 27 ნოემბრამდე ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში „სამშვიდობო გეგმის“ განხილვას გეგმავდნენ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, თუმცა „პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის განსახილველად დატოვეს“.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო