რუსებმა კიევი დაბომბეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, არის მსხვერპლი

რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევის პეჩერსკის და დნეპრის რაიონებში საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა შვიდი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის პეჩერსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დრონის ნამსხვრევები დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე სართულზე გავრცელდა.

ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დნეპრის რაიონში, თავდასხმის შედეგად, ხანძარი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხელ კიევის ოლქის ბელოცერკოვსკის თემში რუსების მიერ განხორციელებული მასშტაბური კომბინირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 წლის გოგონა დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსებმა რეგიონს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ბილა ცერკვაში მაღალსართულიანი შენობები დაზიანდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი