თეთრი სახლი - დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევსა და ვაშინგტონს შორის „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე უთანხმოება კვლავ რჩება.

„პრეზიდენტს სურს, რომ ეს შეთანხმება მიღწეული იყოს და ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მანამდე, მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მიმდინარე კვირაში, კერძოდ 27 ნოემბრამდე ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში „სამშვიდობო გეგმის“ განხილვას გეგმავდნენ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, თუმცა „პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის განსახილველად დატოვეს“.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები