ლინდსი გრეჰემი - სანამ პუტინი თვლის, რომ წინამძღოლის პოზიციაშია, მშვიდობა არ იქნება - მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაყენებელია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ

იმედი მაქვს, ჟენევის შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს და უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდებიან ამ საშინელი ომის დასრულების გზაზე. ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს მშვიდობისკენ სწრაფვისთვის, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრეჰემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ის დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას და არა მშვიდობას.

„თუმცა, ჩემთვის ნათელია, რომ სანამ პუტინი თვლის, რომ ის წინამძღოლის პოზიციაშია, მშვიდობა არ იქნება. ის დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას და არა მშვიდობას. ამის დაშვება მთელ მსოფლიოში მეტ აგრესიას წაახალისებს და ეს ყველას დაგვატყდება თავს. ამ მხრივ, ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსაყენებელია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, მალე ვიპოვით საპატიო და სამართლიან მშვიდობას. მაგრამ თუ პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის უარყოფას, სამშვიდობო წინადადებებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას და კაპიტულაციის დაჟინებით მოთხოვნას, მაშინ დროა, შეერთებულმა შტატებმა და დანარჩენმა მსოფლიომ სხვაგვარად დაიწყონ თავიანთი კარტების თამაში“, - წერს სენატორი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს