„თალიბანი“ - ავღანეთში პაკისტანის თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი, დაიღუპა

პაკისტანური ძალების მიერ ავღანეთის ხოსტის პროვინციაში ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე ცხრა ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, - ამის შესახებ ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

მისი თქმით, პაკისტანმა ასევე ჩაატარა რეიდები კუნარისა და პაკტიკას პროვინციებში, რის შედეგადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

„წუხელ, ხავსტის პროვინციის გერბზვოს რაიონში, პაკისტანის დამპყრობელმა ძალებმა დაბომბეს ადგილობრივი მკვიდრის, ვილაიატ ხანის სახლი, რის შედეგადაც 9 ბავშვი (5 ბიჭი და 4 გოგონა) და ერთი ქალი დაიღუპა და მათი სახლი დაინგრა“, - აღნიშნა მუჯაჰიდმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რეიდებამდე ერთი დღით ადრე პაკისტანის ქალაქ პეშავარში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა.

შეგახსენებთ, ოქტომბერში პაკისტანელი და ავღანელი სამხედროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. ოქტომბერში, დოჰაში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის გარეშე ჩაიშალა ავღანეთში მოქმედი პაკისტანის მიმართ მტრულად განწყობილი მებრძოლი დაჯგუფებების ირგვლივ არსებული უთანხმოების გამო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა