რუსეთის საგარეო დაზვერვა - ლონდონი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ჩასაშლელად ემზადება, რადგან ომისგან მიღებული შემოსავლები ბრიტანეთის ეკონომიკას გაკოტრებისგან იცავს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, ბრიტანეთმა, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ჩაშლა მისი დისკრედიტაციის გზით სცადოს.

„განიხილება ტრამპის კონფლიქტის მოგვარების განწყობის ჩაშლა მისი დისკრედიტაციის გზით. შეთითხნეს გეგმები ყოფილი ბრიტანელი დაზვერვის ოფიცრის, ს. სტილის ყალბი „დოსიეების“ აღსადგენად, რომელშიც თეთრი სახლის ხელმძღვანელი და მისი ოჯახი საბჭოთა და რუსეთის დაზვერვის სააგენტოებთან კავშირებშია ბრალდებული“, - აცხადებენ რუსეთის დაზვერვის სამსახურში.

მათი მტკიცებით ეს არის ე.წ. სარეზერვო ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო საქმიანობა ხელს შეუშლის ლონდონს უკრაინელების სისხლის ხარჯზე შემდგომი მოგების მიღებაში“.

„ომისგან მიღებული შემოსავლები, ბრიტანეთის ეკონომიკას, ფაქტობრივად, გაკოტრებისგან იცავს. ოდესღაც პრობლემური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები ეროვნული ინდუსტრიის მამოძრავებელ ძალად იქცა. კომპანიები BAE Systems და Thales UK კიევისთვის სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის მრავალმილიარდიანი კონტრაქტებს ახორციელებენ. იგეგმება უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გაზრდა ევროკავშირის დაფინანსებით. მოსალოდნელი შემოსავალი ექვს მილიარდ დოლარს აჭარბებს“, - აცხადებენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურში.

უწყების მტკიცებით, ფრონტზე განვითარებული მოვლენები ლონდონს აიძულებს, „უკრაინაში ნაშოვნი სისხლიანი ფულის“ ჩანაცვლების საშუალება მოძებნოს.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო