ემანუელ მაკრონი - გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა მშვიდობა, რომელიც სინამდვილეში კაპიტულაციაა

ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა მშვიდობა, რომელიც სინამდვილეში კაპიტულაციაა. ეს უკრაინას შეუძლებელ მდგომარეობაში აყენებს, რუსეთს კი აძლევს თავისუფლებას, წინ წავიდეს - მათ შორის სხვა ევროპელების წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის წარდგენილი გეგმა „სწორი მიმართულებით - მშვიდობისკენ - მიმავალი ნაბიჯი იყო“.

„გეგმაში არის ელემენტები, რომლებიც განხილვას, მოლაპარაკებას და გაუმჯობესებას იმსახურებდა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხია მოსაზრება, რომ უკრაინას, შესაძლოა, თავს მოახვიონ ტერიტორიული ვალდებულებები. მაკრონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პოზიცია, რომ მხოლოდ კიევს შეუძლია თავის საზღვრებში ცვლილებების დამტკიცება.

მან ასევე გააპროტესტა გეგმის ის ელემენტები, რომლებიც ევროპაში გაყინული რუსული აქტივების ევროპული ქვეყნების თანხმობის გარეშე გამოყენებას ითვალისწინებს.

„ევროპელების გადასაწყვეტია, რა მოხდება ევროპაში გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაკრონმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი