სერგეი ლავროვი - უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციას ვაფასებთ

უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციას ვაფასებთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ვაფასებთ აშშ-ის პოზიციას. იგი ერთადერთია დასავლელ ლიდერებს შორის, ლონდონის, ბრიუსელის, პარიზისა და ბერლინისგან განსხვავებით, რომელიც მოგვარების გზების მოსაძებნად ინიციატივას იჩენს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის ცნობით, რუსეთმა აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ არაოფიციალური არხების მეშვეობით მიიღო.

„ეს არაოფიციალური არხებით მივიღეთ. ოფიციალურად არ გადმოუციათ. თუმცა, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ კონკრეტული ფორმულირებები, რადგან იქ საკითხების მთელი რიგია, რომლებიც განმარტებას საჭიროებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, „ევროპას უკრაინის კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა“.

„ყოველთვის, როდესაც პროგრესის მიღწევა ხდებოდა, ეს მოლაპარაკებები იშლებოდა. ახლა ჩვენი ევროპელი კოლეგები ხმამაღლა აცხადებენ, რომ ამის მოგვარება მათ გარეშე შეუძლებელია. თქვენ შანსები გქონდათ ახალგაზრდებო, მაგრამ ისინი ვერ გამოიყენეთ. თქვენ შანსები ხელიდან გაუშვით“, - განაცხადა ლავროვმა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო