ვოლოდიმირ ზელენსკი - კირ სტარმერთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა

კირ სტარმერთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს რუსეთის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური იერიშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჟენევაში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჩვენ ბევრ შესაძლებლობას ვხედავთ, რამაც შეიძლება მშვიდობისკენ გზა რეალობა გახადოს. მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, თუმცა წინ ბევრი სამუშაოა. დღეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება. ჩვენ პრიორიტეტული საკითხების შესახებ პოზიციები შევათანხმეთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო