ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს ესაუბრა.

„გერმანიის კანცლერს ომის დასრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩვენი მუშაობის უახლესი დეტალები გავაცანი. გუშინ უკრაინის გუნდი ჟენევიდან დაბრუნდა და შეთანხმების განახლებულ ჩარჩოსთან დაკავშირებით სრული ანგარიში წარადგინა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია გრძელდება.

„მე ამერიკის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევისთვის მადლობელი ვარ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბრისას „უახლესი მოვლენები განიხილა და შემდგომი ნაბიჯები შეათანხმა“.

„ასევე, დღევანდელი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დღის წესრიგს შევეხეთ, რომლის თანათავმჯდომარეც გერმანიაა“, - აცხადებს ზელენსკი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო