დონალდ ტრამპი - შესაძლოა, ნიკოლას მადუროს ვესაუბრო

შესაძლოა, ნიკოლას მადუროს ვესაუბრო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვნახოთ. შესაძლოა, მას ვესაუბრო. შესაძლოა, ვენესუელას ვესაუბროთ. ამას მათ გუნდთან განვიხილავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, რატომ სურს ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან საუბარი მას შემდეგ, რაც აშშ-მა მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ამის მარტივად გაკეთება კარგი იქნება“.

„თუ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ამის მარტივად გაკეთებას შევძლებთ, მაშინ ეს კარგი იქნება. მაგრამ, ასევე, თუ რთული გზით გაკეთება მოგვიწევს, მაშინ ესეც კარგი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები