მარკო რუბიოს განცხადებით, ინფორმაცია, რომ დენ დრისკოლმა უკრაინელები გარდაუვალი მარცხის შესახებ გააფრთხილა, 100%-ით ყალბია

ეს ამბავი მხოლოდ მაგალითია სრულიად ყალბი ამბების გრძელი სერიიდან, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო NBC News-ის სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა კიევში ვიზიტისას უკრაინის ოფიციალური პირები ომში უკრაინის გარდაუვალი მარცხის შესახებ გააფრთხილა.

„ეს ამბავი მხოლოდ უახლესი მაგალითია 100%-ით ყალბი ამბების ხანგრძლივი სერიიდან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინაში ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით განხეთქილების შესახებ ირწმუნება. ეს ადამიანები არა მხოლოდ არასწორად იგებენ რაღაცებს, არამედ სიტყვასიტყვითაც იგონებენ მათ“, - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე.

NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა კიევში ბოლო ვიზიტის დროს ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთი არასაიმედო პროგნოზი გააკეთა და ამერიკული სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვერსიის მიღება მოითხოვა. გამოცემის წყაროების ცნობით, დრისკოლმა უკრაინელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა უარესდება და რომ მეტი ლოდინი უკრაინას კიდევ უფრო უსუსურ მდგომარეობაში ჩააგდებდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ, დრისკოლის გზავნილი პირდაპირი იყო: „თქვენ აგებთ და უნდა მიიღოთ შეთანხმება“.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის